ლიტბოქსი – ეს არის ლიტერატურული ყუთი, რომლის გამოწერის შემდგომ ყოველთვიურად, თქვენს პროფილში მითითებულ მისამართზე მიიღებთ ყუთს, სადაც მოთავსებული იქნება ორი წიგნი და სხვადასხვა საჩუქრები. გამოწერის მომენტში თქვენ აირჩევთ სასურველი ჟანრიდან ერთ-ერთს: მხატვრული, შემეცნებითი, საბავშვო ან სერიული, რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე კი აირჩევთ ქვეჟანრებს, რომ გამოწერილი ყუთი თქვენს გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებულ წიგნებს შეიცავდეს. ლიტბოქსის გამოწერის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი, რადგან რეგისტრაციის დროს არ იღებთ ვალდებულებას, რომ გარკვეული ხანგრძლივობით იქნებით გამომწერი, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ გაუქმენის სურვილი არ გაგიჩნდებათ 😊
აღსანიშნავია, რომ ყუთში მოთავსებულ წიგნებს, თქვენთვის ე.წ. მრჩეველები - ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები, ასევე სხვა სფეროების სპეციალისტები შეარჩევენ. ეს უზრუნველყოფს, რომ ლიტბოქსი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლო იყოს და გამომწერზე ყოველთვიურად მაქსიმალური ეფექტი და შთაბეჭდილება მოახდინოს.
ლიტბოქსი გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ დრო და ბიუჯეტი და სახლიდან გაუსვლელად ყოველთვიურად მიიღოთ ავტორების, სფეროს სპეციალისტებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ შერჩეული წიგნი.
ლიტბოქსი ყოველთვიურად ლიტერატურულ სამყაროში სასიამოვნო მოგზაურობას გპირდებათ.
სიყვარულით,
თამუნა როსტიაშვილი
ლიტბოქსის დამფუძნებელი