გამოქვეყნებულია: 11/10/2021

გიფიქრიათ დრო როდის ხმაურობს? შესაძლოა მაშინ როდესაც ერთ ადამიანს მეორე უყვარდება, თავდავიწყებით და დრო ხმაურობს ისე რომ ანადგურებს, ყოველ შემხვედრ ნივთს გზაზე.

ასე მიმდინარეობს 25წლის მწერლისა და უცნობი გოგონას ურთიერთობა.

სამყაროს უცვლელი კანონი.ზღვარგადასული ბედნიერება და მომდევნო ეტაპი ტანჯვა. თითქოს რა მარტივია არა?

 შტეფან ცვაიგი ერთადერთი მამაკაცი მწერალია რომელიც ზუსტად ცნობდა ქალთა ბუნებას. ისიც კი იცოდა როგორი სიყვარული შეეძლოთ მათ. ეს მოთხრობა კი ხორცშესხმულია ამ ცოდნით. ემოციების ანალიზი, განცდათა ეტიოლოგიის შესწავლა ცვაიგის უდიდესი გატაცება იყო.ეს მის მოთხრობებს მკვეთრად ატყვია. “უცნობი ქალის წერილი“  შიში  „ფანტასტიკური ღამე“, „ამოკით შეპყრობილი“_ ეფუძნებოდა ადამიანურ გრძნობებს და ემოციებს. მისი ყოველი პერსონაჟი აუცილებლად განიცდიდა დიდ ტკივილს, ტანჯვას, უიმედობას და ამავე დროს დიდ სიხარულს.

გოგონა ათვალიერებს მის კაბინეტს იმახსოვრებს, სად რა დევს და ეს ბედნიერებას ანიჭებს. სურვილი აქვს შეეხოს მის ნივთებს მაგრამ ვერ ეხება და მხოლოდ წიგნის სათაურებს ათვალიერებს რომლის წაკითხვა არც შეუძლია. მაგრამ ჯიუტად ათვალიერებს. ეს თითქოს მისი ახალი ცხოვრების დასაწყისია, რადგან ის ზუსტად ისეთი ქალი ხდება როგორებიც მწერალს იზიდავს. 13 წლის მორცხვი გოგონა წლების შემდეგ მდიდარ ქალბატონად იქცევა და ეს მხოლოდ იმ მამაკაცის სიყვარულის გამო ვინც ასე უყვარს.

ნამდვილ სიყვარულს დამანგრეველი ძალა აქვს. ის ანგრევს იმ ადამიანს ვინც ამ წინადადებაში სუბიქტია. წინადადება გრძელია და უსასრულო ამიტომ თავის მოკვლით, შეუძლია ვერ გაუძლოს მხოლოდ იმ ტკივილს.

თეთრი ვარდები კი რომელიც მათ შორის დგას, მათი არ შემდგარი სიყვარულის სიმბოლოა. სიძულივილის, შიშის, სიკვდილის და სიყვარულის საზღვარზე.

და მაინც მე მგონია, ცვაიგმა ძალიან ძალიან კარგად იცის როგორ გვიყვარს ქალებს.

ქეთრინ მაკი