გამოქვეყნებულია: 17/10/2021

„თუ ქალღმერთებმა,

ჭაბუკ პარისს რომ მოევლინენ იდეას ჩრდილებში,

ერთსოულოვნებით მოგცეს ეს ქალი,

თუ შენივერ არჩევანით აგანთებინეს საქორწილო ჩირაღდანები,

რას ინატრიდი ამის უმაღლესს?

თუკი შენთვის ნეტარებაა

უჩვეულო მშვენიერების შუქი ნათელი,

იხილე“ - ჯორჯ ბიუკენანი



„სიკვდილი... სიკვდილს მაღალი, თხელი ფეხები ჰქონდა, დიდი მკერდი , დაბერილი ტუჩები და მომაჯადოებელი ღიმილი. მაღლდებოდა სიკვდილი ნელ-ნელა და ივსებოდა სახლი მისი სურნელით.“ - სიკვდილის ასეთი მშვენიერი განმარტება არასდროს მომისმენია, ყოველი ახალი ქალი მამაკაცის ცხოვრებაში, წინა პირვანდელი ქალისთვის სიკვდილია. გიფიქრიათ ამაზე? რა შემზარავია არა?! იმ დღეებით საზრდოობენ ეს ქალები, როდესაც საყვარელ მამაკცთან იყვნენ ოდესღაც. ისინი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან მაგრამ მათი სიძლიერე, დამოუკიდებლობა, წყლის მოვარდნას ჰგავს. ეს მხატვრული ფანტასმაგორიული მოთხრობები, შესანიშნავი ამოხსნაა საკუთარი თავის განსაკუთრებით გოგონებისთვის. ეს ქალები ანადგურებენ საკუთარ თავს, შემდეგ იბრძვიან, ვნებით, ძიებით და ისევ საკუთარ ნაპირებს უბრუნდებიან. ვფიქრობ ეს მოთხრობები კაცებისთვის უფროა, აქ ამოიცნობენ ისინი „საყვარელ“ ქალებს და გოგონებს რომლებიც მათთვის წირავენ ყველაფერს. გოგონებს რომელთაც ტკივილი მიაყენეს და გოგონებსაც რომელნიც მათი თანასწორნი არიან. რადგან ურთერთობებში არ უნდა არსებობდეს არათანასწორობა, ეს წიგნი ფემინიზმსაც ეხმიანება და უამრავი მაგალითითაა გაჟღენთილი, რაც ქართულ რეალობაში უხვად გვხდებოდა წარსულში და არამარტო წარსულში.მთლიანობაში წიგნი ერთ ლამაზ ლექსს ჰგავს. რომელიც ამ ქალაქს გადაარჩენს, ქალაქს წყალზე.


ქეთრინ მაკი